Feeds:
Posts
Comments

poemaa(gagrzeleba)

I
ცალი ხელით ოფლს იშორებს
ცალით კიდე მზის ანარეკლს
მის სახეზე მაინც დარბის
არეკლილი მზის სინათლე

ზღვა თითქოს სარკედ ქცეული
თვალში აჭყეტდა მზის სხივებს
მზეც ურცხვი, გათამამებით
უხვად აბნევდა სხივმძივებს

მზეს მალე ბოლო მოეღო
ჩაწვა ჩაგორდა ზღვაშია
ეს მხარე ფეხზე კიდიაა
ახლა ანათებს სხვაშია

II
უსინათლბით დაღონდა
თან ტვირთიც მძიმე ეკიდა
სანუგეშოც არა ჰქონდა
მხოლოდ და მხოლოდ ერთიღა

თურმე იმ მძიმე თვირთშია
ერთი ანკესი ერია
ერთი ანკესი სულისთვის ცოტაა?!
მართლა ბევრია!!!

გაშალა უცხომ ანკესი
კავს წამოაგო მატლია
ის სატყუარად მზად არის
წყალში მოსროლა აკლია…

poema….(dasawyisi)

I
ქარი წვიმს მიწა შრიალებს
ჰაერში ცურავს ნიანგი
ზღვაზე მზის ცეცხლი ბურბურებს
სანაპირო აქ ქვიანი

იმ ქვიან სანაპიროზე
ქვები ქვებივით ქვებობენ
და სწორედ მათ ქვებობაში
მაგარი ქვები ხებოდენ

ქვების ქვეშ თურმე ქვიშაა
ვინცხამ დაყარა ზედ ქვები
და ახლა ქვიშის მაგივრად
ხრაშუნა ქვებზე დადგები.
II
უფრო შორს სანაპიროზე
ვიღაც აბიჯებს ქვებშია
ქვებს ტიკივათ მისი სიმძიმე
იკუნტებიან მხრებშია

ვინ აირს ასეთ მძიმე
რად უყვარს ბევრი ჭამაო
ვის უნდა მასეთი სიძე
თუ სახლი გადაჭამაო

არა გამხდარი ყოფილა
ოღონდაც ტვირთი ქონია
მისი ზიდვით გაოფლილა
მჭლე არი განა ქონია?!

ტკბილოდა, შუაზეგატეხილი ქვა მიწაზე ეგდო უძრავად, მეორე ნახევარი როდის დაკარგა აღარც კი მახსოსვს, მაგრამ ნახევარიც ძალიან ლამაზი იყო. საქმე არაფერი ქონდა, დახედავდა მიწას, ახედავდა ცას, მერე ხეებსაც შეხედავდა და იყო ასეეე. ერთხელაც გადაწყვიტა მიწა გაეცნო. აქამდე აკვირდებოდა და არ მოწონდა მისი საქციელი
–რამხელა ხარ!
–კი, მე დიდი ვარ, ბევრი ვარ, ყველგან ვარ. შენ კიდე ერთი ციდა.
–ჩემით ერთ დროს კედელი იყო აშენებული!
–ახლა ერთი დრო აღარააა, შენი მეორე ნახევარიც დაგიკარგავს.
–ხო, გავტყდი.
–შენი მეორე ნახევარიც მიწაზე აგდია
–შენზე აგდია?
–კი ჩემზე აგდია.
–როგორ გამოიყურება?
–შენსავით
–ეჰჰჰ –მრავლისმეტყველად ამოიხვნეშა ქვამ.
–აქედან შორს არის?
–წასვლას ხომ არ აპირეებ? –დამცინავად კითხა მიწამ
–ტყვილა მაინტერესებს
–20 მეტრი იქნება იქამდე.
–ღმერთო ფეხები მქონდეს!
–ღმერთი მარტო ჩემზე ზრუნავს!
–როგორ მარტო შენზე?
–ასე, ადგილიდან არ ვინძრევი, ყველაფერი თავისით მოდის. ხან ფოთოლი ჩამოვარდება ხან ტოტი მოტყდება, წამი ხო არა გავა რომ ვინმე მიცვლებული არ დამარხონ! ასე ჩემო ბატონო, წამი არ გავა! ვინ არი ამნაირ ფუფუნებაში?! მე. –ცოტა ხანს სიჩუმე იყო
–რას მიჩუჩხურებთ მაგ ბარებს? თქვენ დამაცათ! მიწა ხართ თქვენ და მოხვალთ ჩემთან! ეს ტრაქტორი მომიგონეს ახლა! მოკვდებით თქვენ და სულ ძვლიანა დაგშლით –ბურტყუნობდა მიწა
–ვის ელაპარაკებიი? –იკითხა გაოგნებულმა ქვის ნატეხმა
–შენ არა, სოფელში მიწას ამუშვებენ გლეხები და….
–მიწავ ვნახავ ჩემს ნახევარს?
–რავი მოინდომე იქნებ კი მიხვიდე იქამდე. რომ იგორიალო?
–მრგვალი რომ არ ვარ :(
–მოინდომე მიდი იხვანხვალე მაინც.
–შენ მარჯვენა მარცხენა მითხარი და…
ორი წელიწადი მიხვანხვალობდა ქვის ნატეხი თავისი მეორე ნახევრისკენ მაგრამ ვერადავერ მიაღწია. ერთ დღესაც პატარა გოგონა გამოჩნდა. პატარას ძალიან უყვარდა ბუნება, მის თვალს არც ეს ქვა გამორჩენია რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა სხვებისგან. რამდენიმე ქვასთან ერთად გოგონას რჩეულებში მოხვდა. გოგონამ მალე დაინახა მეორე ნხევარი ვერც ეს გაიმეტა მიწაზე დასატოვებლად და ორივენი ერთ ქილაში ჩაუძახა. ახლა კი შეხვდნენ ერთმანეთს. უბედნიერესი იყო ქვა. თუმცა ვეღარ შეერთებოდნენ მაინც.

20 წუთი

უაუეეჰშშშ, უაჰ –გაიზმორა და ცოტა უცნაური ბგერები გამოსცა გიორაგმ, მერე მირანდას გადახედა, ამას ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა
- ანგელოზივით ძინავს. რა წყნარი სახე აქვვს. –მირანდამ გვრედი შეიცვალა და ლამაზ სახეზე მეტი კმაყოფილება დაეტყო. გიორგა ვერ ისვენებდა. რა მოასვენებდა, თვითონ ეღვიძა და ვიღაცას ასე ტკბილად ეძინა! ჯერ იდაყვი მიკრა ვითომ შემთხვევით, მერე მთელი ტანით მიაწვა ლამაზ სხეულზე და საწოლის კიდემდე მიახოხა. ვერა და ვერ გააღვიძა. ისე ლამაზი იყო მძინარი, ბოლოს გადაწყვიტა აღარ გაეღვიზებია და ასე, ჩაძინეულისთვის ეცქირა. ამ დროს გაიღვიძა კიდეც. აქამდე თუ მის გაღვიძებას ლამობდა ახლა სულაც არ უხაროდა რომ მირანდამ გაიღვიძა.
–რომელი სააათია? –ყოველი შემთხვევისთვის იკითხა ახლაგაღვიძებულმა, და მერე სულაც არ მოსუმენია პასუხისთვის, არ აინტერესებდა და იმიტომ. ისე კი 2 საათი იყო შუადღის.
–ძილის დროა
–ახლა გავიღვიძეთ
–ეგ შენ გაიღვიძე ახლა თორე მე 15 წუთია მღვიძავს
–რას ლაპრაკობ?! 15 წუთი? ვააააა მეთქი რამ დაუწითლა თვალები!
–იცი, როცა შენ გიყურებ 30 წუთიც შემიძლია არ დავიძინო!
–მატყუებ!
–ხო კაი 20.

თმა :დდ


-რამდენი ხნის ამნოსული ხარ ზეთიანო ჯიმ?
–მე შვილო 6 თვეა უკვე აქ ვარ. შენი სახელი შემახსენე, ამ სიბერეში მახსოვრობა მღალატობს ცოტა და….
–პრიალა დიკი
–ერთი კვირის წინ ამოხვედი ხომ? ჯერ გამოუცდელი ყოფილხარ, ხვალ პირველად მოგიწევს ბანაობა, კვირაა და…
–ბანაობა? ეგ რა არი?
–ნახავ..
მეორე დღეს:
–ვა ესაა ბანაობა? როგორ მესიამოვნა თბილი წყალი
–ჯერ მთავარი არ ყოფილა
–ვაიიიმე, ვაიიიმე მიშველეთ! აუ ვეღარ ვხდააავ! უუუუჰჰუჰ თვალები ვაიი!
–ეგ შამპუნია დიკ, მალე მიეჩვევი და აღარ აგიწვავს
–აუ მეწვის! ისევ წყალი, რა კარგიიაა! უჰ გამოვიხედე ცოტა
–მოემზადე ახლა შეგვამშრალებენ და ცოტა შეიძლება გაიჭყლიტო
–რა რთული ყოფილა თავზე ცხოვრება! ვაიი! აი მამშრალებენ მგონი…
–ახლა შეგიძლია წყნარად იყო ერთი კვირა ეს იდიოტი თავს აღარ დაიბანს.
დამშვიდდა ცოტა დიკი. ისე როგორია ერთი კვირის ამოსულიც არ იყო რომ უკვე დაბანეს… კიდევ კარგი დიკი ბიჭის თავზე ცხოვრობდა და ფენით არ აშრობდნენ, თორემ მერე გენაახათ მისი კვნესა და გმინვა….
–ჯიმ ჩვენს გვერდით რომ იყო მაღალი, ძლიერი, ტან მსხვილი ღერი, ის სად წავიდა
–ჯონიაზე ამბობ ალბათ. გაანათლოს ბალზამმა. ეტყობა ბოლო გამშრალებას ვეღარ გაუძლო
–მერე სად წავიდა?
–მიწაზე ჩაფრინდა, ღმერთთან.
–მეც იქ წავალ?
–შენ ჯერ ადრეა, ჩემი ჩაფრენის დრო კი უკვე მოვიდა.
–როგორ ცივა რა არი ეს ჯიმ!
–ქარიანი ამინდია ჩემო ბიჭუნავ ქუდი მაინც დაიფაროს თავზე, კრეტინის თავზე ვცხოვრობთ რა! რა გინდა რომ ქნა?!
–რაღაც ოთახში შვედით ზეთიანო, რა ბზუილი ისმის?
–ღმერთო! ბედი არ გცყალობს მეგობარო, შენი ცხოვრება ძნელად დაიწყო, მაგრამ არ იდარდო რაც მეტს დაიტანჯები, მიწაზე უფრო ბედნიერი ცხოვრება დაგელოდება. ამ ტანჯვით ჩვენ ცოდვებს ვისყიდით.
–რა ცოდვებს?
–ყველა თმის ღერს აქვს ცოდვა! უცოდველი თმის ღერი არ არსებობს. ასეა ეს!
–მასე თუა, კაი. და სად მოვედით ახლა?
–ს ა პ ა რ ი კ მ ა ხ ე რ ო შ ი!!
–საპარიიი რაში?
–საპარიკმახეროში. დაგვერხა, ახლა სულ დავჭრიან, მიგვჭრიან მოგვჭრიან
–ვაიიიმე მტკივაა ეეეეე! რა შვები?! ჩემი თავი:ს და ჩემი ტანი! მარტო ფეხები დავრჩი:(.. ჯიმ ჯიმ მიპასუხერ ჯიმ! სად ხარ? ვეღარ გხედავ! თავი აღარ მაქვს და როგორ დაგინახავ… ჯიმ
ჯიმი უკვე წამებს ითვლიდა, ბოროტ თმის საჭრელ მანქანას ძირიანად ამოუღია ბებერი თმის ღერი
–მე მივდივარ დიკ, არ იდარდო ისევ ამოგივა თავი მაგრამ ისევ მოგაჭრიან. მე მივდივარ, აი ახლა სავარცხელს გადამისვავს პარიკმახერი და მიწაზე ჩავფრინდები. იქ ნაცნობები მელოდებიან. შენც დაგელოდები იქ, აბა კარგად!

ფრრრრ –აფრთხიალდა პატარა ლუკა და კარალიოკის ხეზე შეფრინდაა. მამა ბეღურაც ამ ხეზე იჯდა და უყურებდა რა მარჯვედ დაფრინავდა ლუკა.
–მამიკო! მააა! შეხედე მააამა ის რაღაცები მოდიან მა
–ეგენი შვილო, ადამიანები არიან
–ვაააა ადამიანებიი
–ხო, ცხოველთა სახეობაა. ყველააზე ცბიერი ცხოველები არიან, ყველაზე მეტად გვემტერებიან შვილო. მარტო ჩვენ კი არა სხვა ფრინველებს და ცხოველებსაც. შენი ბაბუა გვრიტა, მაგათმა მოკლეს, კიდევ ერთი მეგობარი ქათამი მყავდა სიმინდ მიწილადებდა ხოლმე, ახლაც ფრთები მეკვეთება რომ მახსენდება რა უმოწყალოდ მოაჭრეს თავი. შენთან ამაზე ლაპარაკი ადრე მაგრამ უფრთხილდი იცოდე.
–კარგი. ისე ფრთები არ აქვთ და რა უნდა დამაკლონ.. რატომ არიან ეგეთი ბოროტები?
–ღმერთმა ყველაზე ბოლოს ეგენი შექმნა შვილო, ალბათ დაღლილი იყო და ისე კარგი აღარ გამოუვიდა. შენც ისწავლი ყველაფერს. ჩვენ ადამიანებზე ადრე შეგვქმნა ღმერთმა.
–კიდევ მომიყევი ადამიანებზე! მიდი რა მა
–კარგი, ადრე თუ გვინა მაინც ყველაფერი უნდა გაიგო. ცხოველურად ცხოვრობენ ცოტა სხვანაირ სოროებში. იცი შვილო ეგენი ყოველ საღამოს ძლის წინ ტყავს იძრობენ დილით ისევ იცვავენ, რა დებილები არიან ბარემ ტყავიანად დაიძინონ. შეხედე, ფაფარიანი ადამიანები რომ არიან, ხო ეგენი ლამაზები, ეგენი არც ისე ბოროტები არიან ჩვენს მიმართ მაგრამ იმ მოკლე ფაფრიან ადამიანებს აარ ინდობენ :დ
–მა იცი რა მაინტერსებს? ჩვენ ბეღურები თბილ ქვეყნებში რატომ არ მივდივართ?
–შვილო ეგ რამ მოგაფიქრა! რატომ და მერე ისევ უკან უნდა ჩამოვიდეთ, სულელები კი არ ვართ! ბარემ აქ ვიყოთ
–ხო ნამდვილად სწორი ხარ მა
–ნამდვილი ბეღურა ხარ ლუკა –ესიამოვნა ლუკას რომ შეაქეს

იდგა 23 დეკემბერი….
გაფრენილან ფუტკრები
ხეს აღარ აქვს ფოთლები
ბეღურები დარჩენ და
ლიმონათის ბოთლები

ასე სიმგერით და კუნტრუშით მიყვებოდა პატარა გრიშა მამიკოს.
–მააა ორშაბათს სკოლაში აღარ წავალ? იკითხა ცნობისმოყვარეობით მეორეკლასელმა, თან ინტერესით სავსე თვალები მამას მიაპყრო.
–არა, დღეს არდადეგები დაგეწყო.
–რა კარგიააა! –უბოროტოდ ჩაილაპარაკა გრიშამ. მამას ჯერ თავისი მოსწავლეობა გაასენდა და ღიმილმა გადაურბინა ,,აპა მეზობელს ხო არ დეემგვანებოდა” გეიფიქრა, მერე გაახსენდა რომ მოსწავლე კი არა მშობელი იყო და გრიშას ტკბილი, მაგრამ მაინც საყვედური უთხრა
–რას ამბობ მა, რატომ არის კარგი? განა სკოლა არ მოგენატრება? მე რომ შენი ტოლი ვიყავი სკოლა ძალიან მიყვარდა.. ძალიან კარგია სკოლაში. მეგობრები გყავს, მასწავლებლები –გრიშამ იუხერხულა, უნდოდა მამასავით მასაც ყვარებოდა სკოლა.. რა იცოდა მამასაც რომ მასავით სძულდა, როცა მისი ტოლი იყო..
–არაა, მეც მიყვარს სკოლა, მაგრამ მაინც მიხარია ის რომ დამეცყო, რა ქვია… არდადეგები. მაააა არდადეგები რატომ ქვია?
–იმიტომ რომ ძნელად დგება. –გულახდილად უპასუხა მამამ.
–მე მინდა რომ ადვილად დგებოდეს!
–შენ სკოლა უნდა გიყვარდეს! მე რომ შენი ტოლი ვიყავი მიყვარდა.
–მეც მიყვარს! –იხტიბარი არ გაიტეხა გრიშამ. მამა კვლავ იღიმოდა და სიყვარულით დაცქეროდა გრიშას მოკლედ შეჭრილ თმებზე ამასობაში სახლშიც მივიდნენ. მივიდა გრიშა და დაწვა საწოლზე
–აააეეეჰ რა კარგია დასვენება! დღეიდან გვიან გავიღვიძებ.

ისე: გრიშაც დედაც ყავდა, პროსტა აქ არ ჩანს :დ

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 26 other followers