-კიკიი! ადექი სკოლაში უნდა წახვიდე. ნუღა იზმორები ადექი!
-შეხედე დეე ჩემი შარვალი რა სუფთაა ამით როგორ წავიდე ხალხი რაას იტყვის! –კიკიმ საღამოს თვითონ გაწმინდა შარვალი რომ მიზეზი ჰქონოდა
-აარაუშავს Dდღეს გასვრი. –რა გაეწყობოდა.. კიკი უკმაყოფილოდ წამოიწია ჯერ მხოლოდ ნახევარ ტანზე გადაიხადა საბანი, სიცივეს შეეჩვია და მერე ადგა
-პირის დაბანა არ გაბედო კიკი! –მკაცრად უთხრა დედამ, მაგრამ კიკიმ ჩუმად მაინც დაიბანა პირი. მერე ჩაიცვა. კიკი მამასთან ერთად მიდიოდა, კიკი სკოლაში მიდიოდა, მამა – სამსახურში. კიკის მამა გროტმორდის ერთ ერთი ღისრსეული მცხოვრები იყო. მთელს ქალაში განთქმული იყო მისი ოფლის სუნი.
_კიკი თვალები რატომ არ გილაპლაპობს? დილით პირი ხომ არ დაგიბანია? აბა ერთი აქეთ მოიწი, გმერთო ჩემო საპნის სუნი გიდის?! გმერთო ეს რა სირცხვილია! ვის გავხარ ჩემი და დედაშენის შვილი? მრცხვენია რომ ჩემი შვილი ხარ! _უმოწყალოდ გალაძღა მამამ კიკი მაგრამ ისევ მისი სიკეთვისთვის. კიკი თავჩარუნული მიჰყვებოდა მამას. უყვარდა კიკის სისუფთავე და ვერ გაეგო რატომ იყო ეს დანაშაული. სისუფთავის გამო კიკის სკოლაშიც დასცინოდნენ ,,ფუუ საპნის სუნი უდის’’ ,,შენ რა თავი დაიბანე? ჰაჰაააა ბავშვებო კიკის თავი დაუბანია ჰაჰაჰაჰა’’ ,,წადი ფეხსაცმელები გაიწმინდე კიკუნია სუფთა’’ საცოდავ კიკის ცხოვრება ჰქონდა გამწარებული. კიკი მამამ სკოლამდე მიაცილა თვითონ კი კონკობინკისკენ გასწია სადაც იგი ფეხსაცმელების გამსვრელად მუშაობდა და ანაზღაურებაც მაღალი ჰქონდა. კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე კიკის ცხოვრებაში. კლასელებმა არ დაინდეს კიკი და კვლავაც დასცინეს. ერტი სული ჰქონდა როდის მოვიდოდა ორის ნახევარი რომ სკოლიდან წასულიყო. ნანატრი დროც დადგა.. ცოტა ხანში კიკი სახლში იყო. კიკის დედა როგორც ყოველთვის სახლში დახვდა დედას სამსახური არ ჰქონდა.
-კიკი რატომ გაქვს ფეხსაცმელები სუფთა? _იცოდა კიკის დედამ რომ კიკი ვერასდროს გახდებოდა სანაქებო ძინძგლიანი მაგრამ კიკი მაინც უსაზღვროდ უყვარდა
-დედაა არ ვიცი ჩემგან რა გინდათ არ შეიძლება ადამიანი სუფთა იყოს? თქვენ არ გესმით ჩემი
-კარგი კარგი კიკი გაიხადე დაAშეგიძლია არაფერი გააკეთო თუ გინდა ჭამე. დღეს ჭუჭყოლოგიაში რა მიიღე?
-ცხრიანი დეე. სამაგიეროდ ოფლინმეტიკაში მივიღე რვა
-კიკი რვაც მაღალია, ნამდვილი ძინძგლიანი 5 ებზე უნდა სწავლობდეს.
-მასწავლებელი გადამეკიდა სულ მაღალ ნიშნებს მიწერს, აი ბინომ ყველაფერი იცოდა დღეს და მასწავლებელმა მაინც 5 დაუწერა!
-აბა ბევრს ნუ ლაპარაკობ! მასწავლებელი რა შუაშია გგონია ვერ გხედავ რომ მეცადინობ ხოლმე?
ეეეეს იყო ადრე ზალიან გვიან. კიკის შესახებ მიწიდან ამომძვრალმა თევზმა მიამბო. საბოლოოდ კიკი მაინც ძინძგლიანი გახდა დაივიწყა სისუფთავე მოიყვანა შესანიშნავად ძინძგლიანი ცოლი გაუპარასავი ფეხებით და თვითონაც სამაგალითო ძინძგლიანი მამა გახდა. თუმცა ათასში ერთხელ მაინც დაიბანდა ხოლმე პირს, ისე რომ ვერავის გაეგო.