Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for დეკემბერი, 2011

იდგა 23 დეკემბერი….
გაფრენილან ფუტკრები
ხეს აღარ აქვს ფოთლები
ბეღურები დარჩენ და
ლიმონათის ბოთლები

ასე სიმგერით და კუნტრუშით მიყვებოდა პატარა გრიშა მამიკოს.
–მააა ორშაბათს სკოლაში აღარ წავალ? იკითხა ცნობისმოყვარეობით მეორეკლასელმა, თან ინტერესით სავსე თვალები მამას მიაპყრო.
–არა, დღეს არდადეგები დაგეწყო.
–რა კარგიააა! –უბოროტოდ ჩაილაპარაკა გრიშამ. მამას ჯერ თავისი მოსწავლეობა გაასენდა და ღიმილმა გადაურბინა ,,აპა მეზობელს ხო არ დეემგვანებოდა” გეიფიქრა, მერე გაახსენდა რომ მოსწავლე კი არა მშობელი იყო და გრიშას ტკბილი, მაგრამ მაინც საყვედური უთხრა
–რას ამბობ მა, რატომ არის კარგი? განა სკოლა არ მოგენატრება? მე რომ შენი ტოლი ვიყავი სკოლა ძალიან მიყვარდა.. ძალიან კარგია სკოლაში. მეგობრები გყავს, მასწავლებლები –გრიშამ იუხერხულა, უნდოდა მამასავით მასაც ყვარებოდა სკოლა.. რა იცოდა მამასაც რომ მასავით სძულდა, როცა მისი ტოლი იყო..
–არაა, მეც მიყვარს სკოლა, მაგრამ მაინც მიხარია ის რომ დამეცყო, რა ქვია… არდადეგები. მაააა არდადეგები რატომ ქვია?
–იმიტომ რომ ძნელად დგება. –გულახდილად უპასუხა მამამ.
–მე მინდა რომ ადვილად დგებოდეს!
–შენ სკოლა უნდა გიყვარდეს! მე რომ შენი ტოლი ვიყავი მიყვარდა.
–მეც მიყვარს! –იხტიბარი არ გაიტეხა გრიშამ. მამა კვლავ იღიმოდა და სიყვარულით დაცქეროდა გრიშას მოკლედ შეჭრილ თმებზე ამასობაში სახლშიც მივიდნენ. მივიდა გრიშა და დაწვა საწოლზე
–აააეეეჰ რა კარგია დასვენება! დღეიდან გვიან გავიღვიძებ.

ისე: გრიშაც დედაც ყავდა, პროსტა აქ არ ჩანს :დ

Read Full Post »

–რა რიცხვია დღეს? –ამოიხვნეშასავით რეზომ და უიმედო, უშინაარსო თვალებით მიაჩერდა თედოს
–31 თებერვალი.
–თებერვალი, თებერვალი. თებერ–ვალი აქაც ვალი მაგის დედა ვატირეე რეზომ ისევ ამოიხვნეშა და ერთადერთ სიგარეტს დახედა რომელიც უკვე თითქმის მოეწია არადა ორი წუთის წინ მთელი იყო. ნეტავ ორი წუთის შემდეგ დაეწყო მოწევა… იმ მაღაზიაში კიდე, სადაც ერთადერთი ღერი იყიდა, ისიც ნისიად, იმდენი სიგარეტი იყო, იმდენი ნამცხვრები, იმდენი არაყი, კონიაკი, შამპანური ჩემო ბატონო მაგრამ შამპანური არ უყვარდა რეზოს ან კი როგორ შეუყვარდებოდა არასდროს გაესინჯა და… თედო კი ხატავდა, ოღონდ რას თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ ხატავდა. ძნელია მისი ნახატის აღწერა. მთა იყო და მთაზე კი ზღვა.მდინარეები მთის ძირიდან წვერისკენ მიედინებოდნენ და მთის წვერზე, ზღვაშ ჩადიოდნენ.ცა არ იყო, მის ადგილზე თედოს მეორე ზღვა დაეხატა ამ ზღვაზე კი თევზები დაფრინავდნენ. მზე ყველაზე საოცარი იყო, მზე რა ვიღაცის სახე იყო პირში ჰალსტუხი ჰქონდა ჩატენილი და სახელოთი ცხვირს იწმენდდა, არადა როგორ ბრწყინავდა მისი უდიდებულესობა! სახეც როგორ სულელურად უღიმოდა საოცარი მზე იყო ყველაფერს აბნელებდა.
რეზოს მთლიანად მოუწევია სიგარეტი და ახლა უფრო დანაღვლიანებულა.
–მორჩი მაგ უაზრო ხატვას! –რისთვის გაუბრაზდა თვითონაც არ იცოდა რეზომ. თუმცა როგორ არა რეზომაც იცოდა და თედომაც ამიტომ არ წყენია. რეზო და თედო ხშირად თევზაობდნენ და ცხოვრებაც მხოლოდ ამისგამო თუ უღირდათ. დილითაც თევზაობდნენ საღამოთიც შუადღით კი აღწერილი სიტუაცია იყო უმეტესად. რეზო წიგნსაც კითხულობდა ხოლმე თან არც ისე იშვიათად თედო ნაკლებად, ხატვა ერჩია.
–მიდი მიდი თედო ჭიაყელები მოიტანე მე ანკესებს მოვამზადებ კარგი ამინდი ჩანს
–ღმერთმა ქნას. –თედო არეული ოთახიდან გავიდა ჭიებითაც მალევე დაბრუნდა. მეგობრები სათევზაოდ წავიდნენ მართლაც შესანიშნავად მოდიოდა თევზი. უეცრად წყალში ოქროსფერი გაკრთა და რეზოს ანკესს რაღაც ჩაეჭიდა
–ღმერთო თედო მართალი ყოფილა ის არის ოქროს თევზია! შეხედე თედო ის არის! ნუთუ სხვანზე და ოქროს თევზზე ის ანეგდოტი მართალია ან ის ზღაპარი? –თედო აზრზე ვერ მოსულიყო და წარრბშეკრული უყურებდა რეზოს მერე როგორც იქნა ხმა ამოიღო – გაგიჟდი რეზო? ჩვეულებრივი თევზია სიბერისგან გაყვითლებული. რეზო კი არ იშლიდა
–ჰეი არ გინდა გაგიშვა? დროზე მითხარი რომ სამ სურვილს შემისრულებ! თევზო! მითხარი! –ამაოდ საბრალო თევზი ხმას არ იღებდა
–რეზო ნუ სულელობ უბრალოდ ბებერი თევზია ადრეც რამდენი დაგვიჭერია ეგეთი?
–არა თედო არა! ოქროსია ნახე თუ არა აი ააცადე და გვთხოვს: ,,გამიშვით და სამ სურვისლ შეგისრულებთ” აი ნახე თუ არა! –არ იშლიდა რეზო –ჰე იცი მე რა მინდა ის მზე ანათებდეს ნახატზე! არა სხვა მზე მინდა თევზო, ჰეი კიდე იცი რა მინდა ? მინდა სიგარეტი და სასმელი უფასო იყოს ყველასთვის! თედო ერთი შენც თხოვე
–რეზო გონს მოეგე რა დაგიშავა მაგ თევზმა? არ არის ოქროსი! როდის იყო ოქრო დაცურავდა?
–ჯანდაბა მგონი მართალი ხარ –დაღონდა რეზო და ქვიშაზე დაგდებულ მომაკვდავ თვზს გადახედა –მართალი ხარ.
–ჰეი შენც აღარ გჯერა? –საოცარია მაგრამ თევზმა ხმა ამოიღო და გადასახტომად მოემზადა
–მადლობა ღმერთო! აი ხომ ვამბობდი ოქროათქო. დაიცა ერთი სურვილი არ მითხოვია ჯერ არ წახვიდე!
–ჰაჰაჰაჰაჰა –გულიანად გადაიხარხარა თევზმა– იმ მზემ დამიჭირა და მთხოვა იმათ გაეღადავეო. სამწუხაროა ბიჭებო
–სხვა დროს მე დაგიჭერ! მიაწია სიტყვა რეზომ

დასასრული :დდ

Read Full Post »

ლავლი ლალი

–საწოლი დაალაგე?
–კაი რა დე მაინც ხომ უნდა ჩავწვე?
–კარგი მე დაგილაგებ ისევ, მაგრამ შენ ვინ გაგაჩერებს ოჯახში?
–ისედაც ბედნიერი ვიქნები.
–ვაა ანგელოზივით გამოიყურები.
–ძაან იცი ანგელოზი რანაირად გამოიყურება! სად ნახე მაინც?
–გიხდება ეგ კაბა, მშვენიერი თევზები ახატია.
–მადლობა, მოხარული ვარ რომ მოგწონს დე.
–სად მიდიხარ
–არსააად, მეგობარი უნდა ვნახო.
–ცუდად არ მოიქცე!
–კაი რა დე გუშნდელი ბავშვი ხომ აღარ ვარ?!
–ღმერთი გფარავდეს.
–რაღა მიჭირს –გაიღიმა ლალიმ და ოთახიდან გამოვიდა. მიდიოდა ნაწვიმარ ქუჩაში, მიდოდა თავჩაღუნული და საკუთარ მუხლებს აკვირდებოდა. ცოტა ციოდა, მაგრამ აღარ წვიმდა. ცაც იწმინდებოდა აქაიქ დარჩენილიყო გრუბლები და ისინიც მთებისკენ მიდიდნენ, ნეტა იმათ. ლალი კი კვლავ მიაბიჯებდა სველ ქვაფენილზე საკუთარ ფეხის ხმას უსმენდა. მას ყველაფერი მუსიკად ესმოდა, ფეხის ხმაც, მშობლის ყვირილიც, მანქანის ღმუილიც…ყველაზე მეტად კი წყლის მუსიკა უყვარდა წვიმის რახუნი და შორიდან მოსული მდინარის ჩხრიალი.
მიდოდა, მთელი ქუჩა აკვირდებოდა მის თევზებიან კაბას. ლალი კი კვალ მიდოდა ხოდა გადოუბრუნდა ფეხი ანგელოზივით ბოვშს. THE END

Read Full Post »

ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, მარააა არანაკლები იყო ერთი მარტოხელა ბუზი ზაურა. ზაურას სიყვარულში არ უმართლებდა. უყვარდა ზინა, მარა არაფერი არ გამოუვიდა. რა არ ცადა ზაურამ: ეფიცებოდა სიყვარულს, ნეხვის კოშკებს უგებდა, მარა მაინც არა გაეწყო რა. ზინა თავისას გაიძახოდა: მე შენთან ბედნიერი ვერ ვიქნები მე სხვა მომწონსო. იმდეს არ კარგავდა ზაურა ხან იქ დაპატიჟებდა ზინას ლეშზე, ხან აქ დაპატიჟებდა სულ ცხელცხელ ნაკელზე .. ლექსების წერაც კი დაიწყო კაცმა

ზაურას ზინა უყვარს
მალე ნეხვს შევჭამთ ერთად
ზინა არ მეტყვის უარს
ტავს ვაგრძნობინებ ღმერთად

ზინა ცოლად გამომყევი
აგიშენებ მძღნერის სახლსო
სუნი მისთანა ექნება
ღამე ვერ მოხუჭავ თვალსო

არ გაჭრა არაფერმა. ამ წვალებაში გავიდა მტელი ერთი წელი. აგარ შეეძლო ზაურას ასე გაგრძელება, ბოლობოლო თავმოყვარეობა ქონდა ბუზს ჭიანჭველა კი არ იყო. ვეგარ გაძლო ზაურამ. ერთ დგესაც გაბრაზებულზე მიუვარდა ზინას
–მე ასე გაგრძელება აგარ შემიძლია, არ შემიძლია ერთ ნეხვზე ვიჯდეთ და ჩვენ შორის მხოლოდ მეგობრომა იყოს ძმაკაცები ხომ არ ვართ მე მამალი ვარ შენ დედალი. მშვიდობით, მშვიდობით ზინა, ჩათვალე რომ შენთვის მკვდარი ვარ აღარ ვარსებობ. –ძლივს დაამთავრა ზაურამ და პასუხს დაელოდა ზინა კი აყოვნებდა
–მშვიდობით მე მეგობრობის მეტი არაფერი შემიძლია სამწუხაროდ.
–თავს მოვიკლავ!
–როგორ??
–ბუზისსაკლავს შევუვარდები!
–მე რა დამაკლდება?! –არ დაინდო ზინამ. ზაურამმ მძიმედ მოიქნია ფრთები და გაფრინდა
–რას გადამეკიდა? –გაიფიქრა ზინამ, თუმცა იგრზნო როგორ შეკუმშვოდა გული საუბრის მერე. ზაურა ცდილობდა დააევიწყებინა ზინა,ხან ძველ ტვალეტებში დადიოდა, ხან უწესო ბუზებში ამ გულაობაში მალარიაც ეიკიდა :დ მერე ექიმთან დადიოდა ძლივს მეიშორა მალარია ხან იჩხუბა და ფრთა მოიტეხა და ათასი რამ. ბოლოს ტავი დააჯერა რომ ზინა აღარ უყვარდა. ცდილობდა აღარც გახსენებოდა. ერთხელ ძროხის ნაკელზე ნახა ძველი ძმაკაცი ბონდო. ბონდო ზინას ბიძაშვილი იყო თანაც.
–გემრიელია ხო იცი. აღნიშნა ბონდომ
–კი კაი მინდვრის ბალახი უჭამია.
–არც თივა ნაჭამის არი ხოლმე ურიგო
–არა მე თივა ნაჭამი საქონლის განავალი არ მიყვარს. ძააან გაზიანია და მერე მაწუხებს.
–ბუქნები უნდა გააკეთო და დაგაბლოყინებიებს :დ
–ისე ძმაო ქათმის სკლინტები როააა ისეთი მე არაფერი არ ვიცი –ტუჩები მოიტლაკა ზაურამ
–კი კაი თემაზე ვსაუბრობთ ზაურ, მარა ერთი კითხვა მაქ შენთან
–მკითხე შე კაი კაცო მერე
–ჩემი ბიძაშვილი რომ მოგწონდა, თქვენს შორის რა მოხდა, რატომ დაშორდით
–ეეჰ რავიცი ძმაო შენით განსაჯე. ერთი წელი გოგოსთვის არაფერი მომიკლია. მაჩვის განავალზეც კი დავპატიჟე მეტი რა უნდა მექნა რა არ ვეცადე რა არ ვეხვეწე თავისას გაიძახოდა. მეც ხომ ჩემი თავმოყვარება მაქვს? რაც არ უნდა მიყვარდეს მთელი ცხოვრება ეგრე ხომ ვერ გავძლებდი?! თუ არ მოვწონვარ გოგოს ძალით რა უნდა გააწყო?
–მაჩვის მძღნერით სიყვარული არ იყიდება. სხვანაირად უნდა დაამტკიცო რომ გიყვარს. კიდევ გექნება შანსი პირობას გაძლევ. ხვალვე შეგახვედრებ. უნდა შეგარიგოთ –მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბონდოს
–მაინც როგორ უნდა დავუმტკიცო? ვუმღერო? მე ხომ ბზუილიც არ შემიძლია. რავიცი რა ვქნა შენ მირჩიე –მაინც გაბოროტდა ზაურა. ზინა ძველებურად უყვარდა, უბრალოდ ფიქრს არიდებდა თავს.
–არვიცი როგორ, მაგრამ დამიჯერე მარტივია. უბრალოდ შეხვდი და ყველაფერი თავისით მოვა. დასაწყისისთვის ურთიერთობა რომ აღადგინოთ ესეც საკმარისი იქნება –ზაურას თან როგორ უნდოდა ზინას ნახვა! უბრალო ურთიერთობაზეც კი თანახმა იყო, უბრალო ხმის გაგონებაზე… ბონდო ზინასაც დაელაპარაკა თურმე ამ ხნი განმავლობაში ზინასაც მონატრებია ზაურა, მივხვდი რომ უმისოდ ვერ გავჩრდებიო გამოუტყდა ბონდოს საუბრისას. ბონდომ ორივეს დაუთქვა დრო და ადგილი სად უნდა შეხვედროდნენ. ზაურასთვის ნანატრი დღეც დადგა. გამოიპრანჭა ზაურა აყროლებული ხორცის დუხიც დაისხა და გაემართა შესახვედრად. ცოტაღა აკლდა და მიფრინდებოდა, მიფრინდებოდა და ნახავდა იმას.. მაგრამ ზაურამ დაატორმუზა, და დაფიქრდა
–ისევ ისეთი უგულო იქნება ზინა, კვლავაც უნდა გამიწამოს ცხოვრბა, აღარ წამოვეგები ანკესზე! ესა თქვა ზაურამ ორ წუთს კიდე გაჩერებული იყო მერე შემობრუნდა და გაფრინდა – მე თავისუფალი ვარ! ამჯერად ზინას აღარ გაუმართლა ეგრე მოუხდება მაგას! იჰააა მგონი უფრო მსუბუქად დავფრინავ. არა? უი აქ რამინდა რეები დაფრინავენ? შოკოლადივით ფრთები რატომ აქვთ?
ჰეეჰეე თურმე ზაურა კოსმოსში აფრენილა, კოსმოსური ხომალდები შოკოლადები გონებია და ყველა შეუჭამია. ზაურა კოსმოსში გაფრინდა ზინა კიდე დედამიწაზე დალპა :დდდ

Read Full Post »

დღეს(თვე და რიცვი არ მახოსვს) საზარმაცეთი 10 დღის გახდა. ვაშააააააა!
ჩვენ, ზარმაცები საღვთო საქმეს ვემსახურებით. სიზარმაცე ხომ ხომ ქვეყანასთან ერთად შეიქმნა! ბევრმა არ იცის, მაგრამ თავდაპირველად სიზარმაცე სხეულის ნაწილი იყო, ისეთივე ჩვეულებრივი როგორც ხელი, ფეხი ან თვალები. სიზარმაცე ყველა ადამიანს ჰქონდა ზოგს უფრო გრძელი სიზარმაცე ჰქონდა ზოგს უფრო მოკლე როგორც დღევანდელ ქალებს ზოგს ლამაზი და გრძელი ფეხები აქვს, ზოგს – ნაკლებად. მაშინდელ საზოგადოებას მოსწონდა როდესაც ქალს ლამაზი სიზარმაცე ჰქონდა, ფეხებით კი არავინ არავის აფასებდა. კაცბის სიზარმაცეც ასევე დასაფასებელი იყო, თუმცა ქალი მამაკაცს იმის გამო არ დაიწუნებდა რომ უშნო სიზარმაცე ჰქონდა. ადამიანი წარმოუდგენელი იყო სიზამრაცის გარეშე და პირიქით.
ერთ დღეს, სიზარმაცე მოღეღილი ფრულერლია სალოცავად წავიდა ტაძარში. მთელი ტრინგლინგტონი ოცნებობდა ფრულერლიასნაირ ლამაზ სიზარმაციან ქალზე, საკმარისი იყო მისი მშვნება ერთხელ ენახა კაცს, განურჩევლად სქესისა,მისი ლამაზი სიზარმაცე აღარავის ავიწყდებოდა. მშვენიერი ფრულერლია ლოცვის დროს ერთ–ერთ სალოცავის მსახურს შეუმჩნევია.დაუნახავს თუ არა მისი მშვენება მსახურის გონებაში უკადრი აზრები გამკრთალა… ეს კი მოგეხსენებათ მიუტევები ცოდვაა. გმერთმაც არ აპატია არცთავის მსახურს და არც ფრულერლიას, უფრო მეტიც მათ გამო მთელ კაცობრიობას ჩამოართვა სიზარმაცე, მაგრამ გასანადგურებლად დაენანა თავისივე შექმნილი და ახლა ადამაინს გულში ჩაუდო იგი, იქ სადაც ვერავინ დაინახავდა და ვეგარავის აცდუნებდა. დღესაც ადამიანებს ზოგს გრძელი სიზარმაცე აქვს გულშ ზოგს არა. ფრულერლიას შთამომავლებს კი საერთოდ არ აქვთ.

პ.ს: ამ პოსტით ახლა ის კი არ მითქვია მოკლე კაბებით და შარვლებით აღარ იაროთთქო :დ არ ქნათ მაგი:დ ფეხები გულში არ ჩეეეტევა მაინც და არ შეგეშინდეთ

Read Full Post »

-დედა ზურამ მითხრა სანადიროდ წავიდეთ ღორტავებზეო და გამიშვებ?-იკითხა კხამ
-იცოდე არ დაიგვიანო! ხომ იცი ხვალ შენი დაბადების დღეა…
-არა დე ნუინერვიულებ. -კახა და ზურა ახალგაზრდა კალმახები იყვნენ.
-წამო! წამო დროზე თორემ უკვე საღამოვდება -შემოსძახა კახამ მეზობელი მორევიდან. მეგობრები დინებას მაღლა აუყვნენ სადაც დიდი ჩქერები  და ღორტავები იყო.
-ბიჭო, კახა, ნათიაისევ მოგწონს? -იკითხა ზურამ და ერთი დიიდი ღორტავი გადასანსლა, თან ნეტარებით ამოიკრუსუნა
-კი, ისევ…….ნეტავ, იმასაც ვუყვარვარ? -თქვა დამწუხრებულმა კახამ და ტუჩები მოფშვნიტა
-კი აბა რა! გოგოები ეშმაკები არიან და არ იმჩნევენ თორემ… ეყვარები როგორ არეყვარები!
-არმინდა ამაზე საუბარი. წამო, დავბრუნდეთ უკვე ღამდება.
საღამო ხანს კახას ბაბუასთან უყვარდა ხოლმე საუბარი, ხშირად მის ახალგაზრდობაზე აყოლებდა
-რა ქენი ბიჯო იპოვნეთ ღორტავები? –იკითხა ხმა აკანკალებულმა ბაბუამ.
-კიი, იმდენი ვჩამე მუცელი გახეთქვაზე მაქვს.-თქვა ზედმეტად ნაყროვანებით შეწუხებულმა კახამ. -ბაბუ ეს მდინარე სად ჩადის?
-ჩხერიმელაში.
-ვაა რა უცნაური სახელია, ნამყოფი ხარ?
-კი, ახალგაზრობაში,მაგრამ საშიში მდინარეა ბევრი მეთევზეები არიან. ზოგი დენითაც კი თევზაობს
-დენი რა არის?
-საშინელი რამეა, როცა გაიზრდები შენც გაიგებ. აქ კი ნურაფრისა შეგეშინდება დაცულ ტერიტორიაზე ვართ. ახლა დაიძინე
-ძილინებისა ბაბუ
დილით იუბილარი დედამ გააღვიძა
-გაიგვიდზე, ნახე მამამ რამხელა ჭიაყელა მოიყვანა შენთვის
-ვაა მართლა რამხელაა! მამა ისევ საჭმლის მოსატანად წავიდა?
-კი. მიდი ზურასდაუძახე და ერთად შეჩამეთ. -ზურა დაუძახებლად მოვიდა
-მოდი მოდი ახლა ვაპირებდი დაძახაებას, ჭიაყელა ვჩამოთ
-არა არ მშია, წამოსვლამდე ვჭამე.
-დეე მერე შევჭამთ. -კახა ზურას გაყვა….
-კახა, მგონი დროა ნათიას დაელაპარაკო. ამაზე უკეთეს დროს ვეღარც ნახავ, დღეს ხომ შენი დაბადებისდღეა
-იცი ცოტა არ იყოს მეშინია…
-მოიცა რა! რისი გეშინია. წამო წამო ვიცი სადაც ვნახავთ……
ცოტა ხნის ცურვის შემდეგ დაინახეს რომ ნათია ახლომახლო მიცურავდა
-მიდი დაელაპარაკე
–იყოს მერე დაველაპარაკები
–ახლა უნდა დაელაპარაკო! ნუთუ მართლა გეშინია?!
-კარგი ხო. -ანერვიული კახა ძლივსღა მიცურავდა, კინაღამ დინებამ წაიღო
-ნათია!
-კახააა როგორ ხარ? დაბადებისდღეს გილოცავ -ნათია ცდილობდა დაბნეულობა დაეფარა
-მადლობ. ნათია რალამაზი დილაა არა?….. თუმცა…..თუმცა  დილა რა შუაშია… იცი რაღაცის თქმა მინდა
-რისი თქმა გინდა?-უთხრა ნათიამ და წითელი წინწკლები კიდევ უფრო აუწითლდა
-იცი, მგონიიი….უფრო სწორაად… მიყვარხარ რა! –თქვა კახამ და რაღაცნაირი შვება იგრძნო.
ნათიას კახასთვის იმ წუთას პასუხი არ გაუცია. დღეს კი ერთად ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ, ბევრი კალმახები გაზარდეს ბევრი თავგადასველბი გადახდათ თავს. ზურამაც შესანიშნავი ოჯახი შექმნა ერთ ლამაზ კალმახთან ერთად.

წყალი იქა დენი აქა
ჭია იქა ფქვილი აქა

Read Full Post »