-დედა ზურამ მითხრა სანადიროდ წავიდეთ ღორტავებზეო და გამიშვებ?-იკითხა კხამ
-იცოდე არ დაიგვიანო! ხომ იცი ხვალ შენი დაბადების დღეა…
-არა დე ნუინერვიულებ. -კახა და ზურა ახალგაზრდა კალმახები იყვნენ.
-წამო! წამო დროზე თორემ უკვე საღამოვდება -შემოსძახა კახამ მეზობელი მორევიდან. მეგობრები დინებას მაღლა აუყვნენ სადაც დიდი ჩქერები და ღორტავები იყო.
-ბიჭო, კახა, ნათიაისევ მოგწონს? -იკითხა ზურამ და ერთი დიიდი ღორტავი გადასანსლა, თან ნეტარებით ამოიკრუსუნა
-კი, ისევ…….ნეტავ, იმასაც ვუყვარვარ? -თქვა დამწუხრებულმა კახამ და ტუჩები მოფშვნიტა
-კი აბა რა! გოგოები ეშმაკები არიან და არ იმჩნევენ თორემ… ეყვარები როგორ არეყვარები!
-არმინდა ამაზე საუბარი. წამო, დავბრუნდეთ უკვე ღამდება.
საღამო ხანს კახას ბაბუასთან უყვარდა ხოლმე საუბარი, ხშირად მის ახალგაზრდობაზე აყოლებდა
-რა ქენი ბიჯო იპოვნეთ ღორტავები? –იკითხა ხმა აკანკალებულმა ბაბუამ.
-კიი, იმდენი ვჩამე მუცელი გახეთქვაზე მაქვს.-თქვა ზედმეტად ნაყროვანებით შეწუხებულმა კახამ. -ბაბუ ეს მდინარე სად ჩადის?
-ჩხერიმელაში.
-ვაა რა უცნაური სახელია, ნამყოფი ხარ?
-კი, ახალგაზრობაში,მაგრამ საშიში მდინარეა ბევრი მეთევზეები არიან. ზოგი დენითაც კი თევზაობს
-დენი რა არის?
-საშინელი რამეა, როცა გაიზრდები შენც გაიგებ. აქ კი ნურაფრისა შეგეშინდება დაცულ ტერიტორიაზე ვართ. ახლა დაიძინე
-ძილინებისა ბაბუ
დილით იუბილარი დედამ გააღვიძა
-გაიგვიდზე, ნახე მამამ რამხელა ჭიაყელა მოიყვანა შენთვის
-ვაა მართლა რამხელაა! მამა ისევ საჭმლის მოსატანად წავიდა?
-კი. მიდი ზურასდაუძახე და ერთად შეჩამეთ. -ზურა დაუძახებლად მოვიდა
-მოდი მოდი ახლა ვაპირებდი დაძახაებას, ჭიაყელა ვჩამოთ
-არა არ მშია, წამოსვლამდე ვჭამე.
-დეე მერე შევჭამთ. -კახა ზურას გაყვა….
-კახა, მგონი დროა ნათიას დაელაპარაკო. ამაზე უკეთეს დროს ვეღარც ნახავ, დღეს ხომ შენი დაბადებისდღეა
-იცი ცოტა არ იყოს მეშინია…
-მოიცა რა! რისი გეშინია. წამო წამო ვიცი სადაც ვნახავთ……
ცოტა ხნის ცურვის შემდეგ დაინახეს რომ ნათია ახლომახლო მიცურავდა
-მიდი დაელაპარაკე
–იყოს მერე დაველაპარაკები
–ახლა უნდა დაელაპარაკო! ნუთუ მართლა გეშინია?!
-კარგი ხო. -ანერვიული კახა ძლივსღა მიცურავდა, კინაღამ დინებამ წაიღო
-ნათია!
-კახააა როგორ ხარ? დაბადებისდღეს გილოცავ -ნათია ცდილობდა დაბნეულობა დაეფარა
-მადლობ. ნათია რალამაზი დილაა არა?….. თუმცა…..თუმცა დილა რა შუაშია… იცი რაღაცის თქმა მინდა
-რისი თქმა გინდა?-უთხრა ნათიამ და წითელი წინწკლები კიდევ უფრო აუწითლდა
-იცი, მგონიიი….უფრო სწორაად… მიყვარხარ რა! –თქვა კახამ და რაღაცნაირი შვება იგრძნო.
ნათიას კახასთვის იმ წუთას პასუხი არ გაუცია. დღეს კი ერთად ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ, ბევრი კალმახები გაზარდეს ბევრი თავგადასველბი გადახდათ თავს. ზურამაც შესანიშნავი ოჯახი შექმნა ერთ ლამაზ კალმახთან ერთად.
წყალი იქა დენი აქა
ჭია იქა ფქვილი აქა
დელე, ერთ რაღაცას გეტყვი. კარგია, მაგრამ პოსტის წერისას მაღლა ნახავ სხვადასხვა იარაღებს, ჰოდა ერთ ერთია more ღილაკი, აი ასეთია: http://sporkmarketing.com/blog/wp-content/uploads/wordpress-more-tag-icon.jpg
მაგას თუ დააჭერ, სადაც დააჭერ იმის ქვემოთ ტექსტი აღარ გამოჩნდება მთავარ გვერდზე, მთავარზე მანამდე დაწერილი და კიდევ „გააგრძელე კითხვა“ გამოჩნდება, მერე იმაზე დაჭერით გააგრძელებ სრულ ტექსტს…
მიხვდი ხო რისი თქმა მინდა? მთავარ გვერდზე არ გინდა სრული ტექსტის გამოჩენა რა მოკლედ….
ჯერ ცოტა პოსტები მაქ და ასე ბევრი ჩანს :დ მერე მივმართავ მაგ მეთოდს გმადლობ :* 🙂
მერე დამამუღამებინე რაცხა რუცხები 😉