იდგა 23 დეკემბერი….
გაფრენილან ფუტკრები
ხეს აღარ აქვს ფოთლები
ბეღურები დარჩენ და
ლიმონათის ბოთლები
ასე სიმგერით და კუნტრუშით მიყვებოდა პატარა გრიშა მამიკოს.
–მააა ორშაბათს სკოლაში აღარ წავალ? იკითხა ცნობისმოყვარეობით მეორეკლასელმა, თან ინტერესით სავსე თვალები მამას მიაპყრო.
–არა, დღეს არდადეგები დაგეწყო.
–რა კარგიააა! –უბოროტოდ ჩაილაპარაკა გრიშამ. მამას ჯერ თავისი მოსწავლეობა გაასენდა და ღიმილმა გადაურბინა ,,აპა მეზობელს ხო არ დეემგვანებოდა” გეიფიქრა, მერე გაახსენდა რომ მოსწავლე კი არა მშობელი იყო და გრიშას ტკბილი, მაგრამ მაინც საყვედური უთხრა
–რას ამბობ მა, რატომ არის კარგი? განა სკოლა არ მოგენატრება? მე რომ შენი ტოლი ვიყავი სკოლა ძალიან მიყვარდა.. ძალიან კარგია სკოლაში. მეგობრები გყავს, მასწავლებლები –გრიშამ იუხერხულა, უნდოდა მამასავით მასაც ყვარებოდა სკოლა.. რა იცოდა მამასაც რომ მასავით სძულდა, როცა მისი ტოლი იყო..
–არაა, მეც მიყვარს სკოლა, მაგრამ მაინც მიხარია ის რომ დამეცყო, რა ქვია… არდადეგები. მაააა არდადეგები რატომ ქვია?
–იმიტომ რომ ძნელად დგება. –გულახდილად უპასუხა მამამ.
–მე მინდა რომ ადვილად დგებოდეს!
–შენ სკოლა უნდა გიყვარდეს! მე რომ შენი ტოლი ვიყავი მიყვარდა.
–მეც მიყვარს! –იხტიბარი არ გაიტეხა გრიშამ. მამა კვლავ იღიმოდა და სიყვარულით დაცქეროდა გრიშას მოკლედ შეჭრილ თმებზე ამასობაში სახლშიც მივიდნენ. მივიდა გრიშა და დაწვა საწოლზე
–აააეეეჰ რა კარგია დასვენება! დღეიდან გვიან გავიღვიძებ.
ისე: გრიშაც დედაც ყავდა, პროსტა აქ არ ჩანს :დ
:დდდ
ჩემი რეაქცია არდადეგებზე: “როგორცცც იქნააააააააააა” 😀
დღეებს ვითვლიდი ბოლო 3 კვირა )
eg ra vajkacobaaa 😀 me da chemma megobarma diidi xnit adre gamovtvalet wutebshi 😀 weekendebis gamoklebit (sun) tan gakvetilebis dros 😀
ar vxumrob martla wutebshi gamovtvalet 😀
ratom ar dagezarat? 😀
egre wutebit ver mivyvebodi mianc.. isev dgheebi jobs 😀
arada ras verchi skolas..
gakvetilebis dros mitom gamovtvalet, sxva dros gvezrareboda tan me marto dgeebi davtvale danarcheni iman amravla 😀