-რამდენი ხნის ამნოსული ხარ ზეთიანო ჯიმ?
–მე შვილო 6 თვეა უკვე აქ ვარ. შენი სახელი შემახსენე, ამ სიბერეში მახსოვრობა მღალატობს ცოტა და….
–პრიალა დიკი
–ერთი კვირის წინ ამოხვედი ხომ? ჯერ გამოუცდელი ყოფილხარ, ხვალ პირველად მოგიწევს ბანაობა, კვირაა და…
–ბანაობა? ეგ რა არი?
–ნახავ..
მეორე დღეს:
–ვა ესაა ბანაობა? როგორ მესიამოვნა თბილი წყალი
–ჯერ მთავარი არ ყოფილა
–ვაიიიმე, ვაიიიმე მიშველეთ! აუ ვეღარ ვხდააავ! უუუუჰჰუჰ თვალები ვაიი!
–ეგ შამპუნია დიკ, მალე მიეჩვევი და აღარ აგიწვავს
–აუ მეწვის! ისევ წყალი, რა კარგიიაა! უჰ გამოვიხედე ცოტა
–მოემზადე ახლა შეგვამშრალებენ და ცოტა შეიძლება გაიჭყლიტო
–რა რთული ყოფილა თავზე ცხოვრება! ვაიი! აი მამშრალებენ მგონი…
–ახლა შეგიძლია წყნარად იყო ერთი კვირა ეს იდიოტი თავს აღარ დაიბანს.
დამშვიდდა ცოტა დიკი. ისე როგორია ერთი კვირის ამოსულიც არ იყო რომ უკვე დაბანეს… კიდევ კარგი დიკი ბიჭის თავზე ცხოვრობდა და ფენით არ აშრობდნენ, თორემ მერე გენაახათ მისი კვნესა და გმინვა….
–ჯიმ ჩვენს გვერდით რომ იყო მაღალი, ძლიერი, ტან მსხვილი ღერი, ის სად წავიდა
–ჯონიაზე ამბობ ალბათ. გაანათლოს ბალზამმა. ეტყობა ბოლო გამშრალებას ვეღარ გაუძლო
–მერე სად წავიდა?
–მიწაზე ჩაფრინდა, ღმერთთან.
–მეც იქ წავალ?
–შენ ჯერ ადრეა, ჩემი ჩაფრენის დრო კი უკვე მოვიდა.
–როგორ ცივა რა არი ეს ჯიმ!
–ქარიანი ამინდია ჩემო ბიჭუნავ ქუდი მაინც დაიფაროს თავზე, კრეტინის თავზე ვცხოვრობთ რა! რა გინდა რომ ქნა?!
–რაღაც ოთახში შვედით ზეთიანო, რა ბზუილი ისმის?
–ღმერთო! ბედი არ გცყალობს მეგობარო, შენი ცხოვრება ძნელად დაიწყო, მაგრამ არ იდარდო რაც მეტს დაიტანჯები, მიწაზე უფრო ბედნიერი ცხოვრება დაგელოდება. ამ ტანჯვით ჩვენ ცოდვებს ვისყიდით.
–რა ცოდვებს?
–ყველა თმის ღერს აქვს ცოდვა! უცოდველი თმის ღერი არ არსებობს. ასეა ეს!
–მასე თუა, კაი. და სად მოვედით ახლა?
–ს ა პ ა რ ი კ მ ა ხ ე რ ო შ ი!!
–საპარიიი რაში?
–საპარიკმახეროში. დაგვერხა, ახლა სულ დავჭრიან, მიგვჭრიან მოგვჭრიან
–ვაიიიმე მტკივაა ეეეეე! რა შვები?! ჩემი თავი:ს და ჩემი ტანი! მარტო ფეხები დავრჩი:(.. ჯიმ ჯიმ მიპასუხერ ჯიმ! სად ხარ? ვეღარ გხედავ! თავი აღარ მაქვს და როგორ დაგინახავ… ჯიმ
ჯიმი უკვე წამებს ითვლიდა, ბოროტ თმის საჭრელ მანქანას ძირიანად ამოუღია ბებერი თმის ღერი
–მე მივდივარ დიკ, არ იდარდო ისევ ამოგივა თავი მაგრამ ისევ მოგაჭრიან. მე მივდივარ, აი ახლა სავარცხელს გადამისვავს პარიკმახერი და მიწაზე ჩავფრინდები. იქ ნაცნობები მელოდებიან. შენც დაგელოდები იქ, აბა კარგად!
ქვა »
თმა :დდ
იანვარი 28, 2012 ავტორი გაიზმორე
:დ :დ არანორმალური ხარ :დ
gaixare :* 😀
uimee :X ra daundoblobaa
ra vuyot cxovrebac daundobelia :D:D :X:X 😀 lol
ვაიმე, თმას აღარასდროს შევიჭრი :დ :დ
mec ar vichri 8| 😀
e bicho, ras gverchi? ((((((((:
:D:D:D: xo daxocet tqven tmebi :D:D ara qetim rogor gadaixotraa :X
ee exla kargad gak eg tma da sheeshvi ra nu satanob:D mtlad rom dagaiparsav mere eg dikic rom agar darcheb?:X
:D:D:D
me jojoxetis cecxlshi davishantebi dzmao 😦
არადა თმის შეჭრას ვაპირებდი ;ს არასდროს მიფიქრია ამაზე,მაგრამ მართლა რა საწყლები არიან :(( აუ .. ;დ
ძაალიან მომეწონა ^^
haha 😀 me vizrdi da mechxuebebian:D anu protestis safudzvelze davwere :D:D