ტკბილოდა, შუაზეგატეხილი ქვა მიწაზე ეგდო უძრავად, მეორე ნახევარი როდის დაკარგა აღარც კი მახსოსვს, მაგრამ ნახევარიც ძალიან ლამაზი იყო. საქმე არაფერი ქონდა, დახედავდა მიწას, ახედავდა ცას, მერე ხეებსაც შეხედავდა და იყო ასეეე. ერთხელაც გადაწყვიტა მიწა გაეცნო. აქამდე აკვირდებოდა და არ მოწონდა მისი საქციელი
–რამხელა ხარ!
–კი, მე დიდი ვარ, ბევრი ვარ, ყველგან ვარ. შენ კიდე ერთი ციდა.
–ჩემით ერთ დროს კედელი იყო აშენებული!
–ახლა ერთი დრო აღარააა, შენი მეორე ნახევარიც დაგიკარგავს.
–ხო, გავტყდი.
–შენი მეორე ნახევარიც მიწაზე აგდია
–შენზე აგდია?
–კი ჩემზე აგდია.
–როგორ გამოიყურება?
–შენსავით
–ეჰჰჰ –მრავლისმეტყველად ამოიხვნეშა ქვამ.
–აქედან შორს არის?
–წასვლას ხომ არ აპირეებ? –დამცინავად კითხა მიწამ
–ტყვილა მაინტერესებს
–20 მეტრი იქნება იქამდე.
–ღმერთო ფეხები მქონდეს!
–ღმერთი მარტო ჩემზე ზრუნავს!
–როგორ მარტო შენზე?
–ასე, ადგილიდან არ ვინძრევი, ყველაფერი თავისით მოდის. ხან ფოთოლი ჩამოვარდება ხან ტოტი მოტყდება, წამი ხო არა გავა რომ ვინმე მიცვლებული არ დამარხონ! ასე ჩემო ბატონო, წამი არ გავა! ვინ არი ამნაირ ფუფუნებაში?! მე. –ცოტა ხანს სიჩუმე იყო
–რას მიჩუჩხურებთ მაგ ბარებს? თქვენ დამაცათ! მიწა ხართ თქვენ და მოხვალთ ჩემთან! ეს ტრაქტორი მომიგონეს ახლა! მოკვდებით თქვენ და სულ ძვლიანა დაგშლით –ბურტყუნობდა მიწა
–ვის ელაპარაკებიი? –იკითხა გაოგნებულმა ქვის ნატეხმა
–შენ არა, სოფელში მიწას ამუშვებენ გლეხები და….
–მიწავ ვნახავ ჩემს ნახევარს?
–რავი მოინდომე იქნებ კი მიხვიდე იქამდე. რომ იგორიალო?
–მრგვალი რომ არ ვარ 😦
–მოინდომე მიდი იხვანხვალე მაინც.
–შენ მარჯვენა მარცხენა მითხარი და…
ორი წელიწადი მიხვანხვალობდა ქვის ნატეხი თავისი მეორე ნახევრისკენ მაგრამ ვერადავერ მიაღწია. ერთ დღესაც პატარა გოგონა გამოჩნდა. პატარას ძალიან უყვარდა ბუნება, მის თვალს არც ეს ქვა გამორჩენია რომელიც ნამდვილად გამოირჩეოდა სხვებისგან. რამდენიმე ქვასთან ერთად გოგონას რჩეულებში მოხვდა. გოგონამ მალე დაინახა მეორე ნხევარი ვერც ეს გაიმეტა მიწაზე დასატოვებლად და ორივენი ერთ ქილაში ჩაუძახა. ახლა კი შეხვდნენ ერთმანეთს. უბედნიერესი იყო ქვა. თუმცა ვეღარ შეერთებოდნენ მაინც.
« თმა :დდ
ქვა
თებერვალი 10, 2012 ავტორი გაიზმორე
აჰ შე ხვანხვალა :დ ძმისგულ :*
ო’ჰენრი მეზრდება ოჯახში ^^
gaixaret :* 😀
რა კარგი იყო ^^ ძალიან მომეწონა ♥
madloba 🙂
კაია პირველად ვარ შენს ბლლოგზე და შემოვივლი ხოლმე
(happy) ^^ madloba 🙂
dzaan kargiaa :)))))) (likuna,)
madlobaa ^^
martla dzalian momewona :X
მადლობა :))))) ^^ გამიხარდა :)))
saad daikarge?? veli shens axal postebs … : ))
va shen dabrundi? 😛 😀 sad da uazrobashi var 😀
xo 😀 me davbrundi 😀
imedia shenc : ))