–რა რიცხვია დღეს? –ამოიხვნეშასავით რეზომ და უიმედო, უშინაარსო თვალებით მიაჩერდა თედოს
–31 თებერვალი.
–თებერვალი, თებერვალი. თებერ–ვალი აქაც ვალი მაგის დედა ვატირეე რეზომ ისევ ამოიხვნეშა და ერთადერთ სიგარეტს დახედა რომელიც უკვე თითქმის მოეწია არადა ორი წუთის წინ მთელი იყო. ნეტავ ორი წუთის შემდეგ დაეწყო მოწევა… იმ მაღაზიაში კიდე, სადაც ერთადერთი ღერი იყიდა, ისიც ნისიად, იმდენი სიგარეტი იყო, იმდენი ნამცხვრები, იმდენი არაყი, კონიაკი, შამპანური ჩემო ბატონო მაგრამ შამპანური არ უყვარდა რეზოს ან კი როგორ შეუყვარდებოდა არასდროს გაესინჯა და… თედო კი ხატავდა, ოღონდ რას თვითონაც არ იცოდა, უბრალოდ ხატავდა. ძნელია მისი ნახატის აღწერა. მთა იყო და მთაზე კი ზღვა.მდინარეები მთის ძირიდან წვერისკენ მიედინებოდნენ და მთის წვერზე, ზღვაშ ჩადიოდნენ.ცა არ იყო, მის ადგილზე თედოს მეორე ზღვა დაეხატა ამ ზღვაზე კი თევზები დაფრინავდნენ. მზე ყველაზე საოცარი იყო, მზე რა ვიღაცის სახე იყო პირში ჰალსტუხი ჰქონდა ჩატენილი და სახელოთი ცხვირს იწმენდდა, არადა როგორ ბრწყინავდა მისი უდიდებულესობა! სახეც როგორ სულელურად უღიმოდა საოცარი მზე იყო ყველაფერს აბნელებდა.
რეზოს მთლიანად მოუწევია სიგარეტი და ახლა უფრო დანაღვლიანებულა.
–მორჩი მაგ უაზრო ხატვას! –რისთვის გაუბრაზდა თვითონაც არ იცოდა რეზომ. თუმცა როგორ არა რეზომაც იცოდა და თედომაც ამიტომ არ წყენია. რეზო და თედო ხშირად თევზაობდნენ და ცხოვრებაც მხოლოდ ამისგამო თუ უღირდათ. დილითაც თევზაობდნენ საღამოთიც შუადღით კი აღწერილი სიტუაცია იყო უმეტესად. რეზო წიგნსაც კითხულობდა ხოლმე თან არც ისე იშვიათად თედო ნაკლებად, ხატვა ერჩია.
–მიდი მიდი თედო ჭიაყელები მოიტანე მე ანკესებს მოვამზადებ კარგი ამინდი ჩანს
–ღმერთმა ქნას. –თედო არეული ოთახიდან გავიდა ჭიებითაც მალევე დაბრუნდა. მეგობრები სათევზაოდ წავიდნენ მართლაც შესანიშნავად მოდიოდა თევზი. უეცრად წყალში ოქროსფერი გაკრთა და რეზოს ანკესს რაღაც ჩაეჭიდა
–ღმერთო თედო მართალი ყოფილა ის არის ოქროს თევზია! შეხედე თედო ის არის! ნუთუ სხვანზე და ოქროს თევზზე ის ანეგდოტი მართალია ან ის ზღაპარი? –თედო აზრზე ვერ მოსულიყო და წარრბშეკრული უყურებდა რეზოს მერე როგორც იქნა ხმა ამოიღო – გაგიჟდი რეზო? ჩვეულებრივი თევზია სიბერისგან გაყვითლებული. რეზო კი არ იშლიდა
–ჰეი არ გინდა გაგიშვა? დროზე მითხარი რომ სამ სურვილს შემისრულებ! თევზო! მითხარი! –ამაოდ საბრალო თევზი ხმას არ იღებდა
–რეზო ნუ სულელობ უბრალოდ ბებერი თევზია ადრეც რამდენი დაგვიჭერია ეგეთი?
–არა თედო არა! ოქროსია ნახე თუ არა აი ააცადე და გვთხოვს: ,,გამიშვით და სამ სურვისლ შეგისრულებთ” აი ნახე თუ არა! –არ იშლიდა რეზო –ჰე იცი მე რა მინდა ის მზე ანათებდეს ნახატზე! არა სხვა მზე მინდა თევზო, ჰეი კიდე იცი რა მინდა ? მინდა სიგარეტი და სასმელი უფასო იყოს ყველასთვის! თედო ერთი შენც თხოვე
–რეზო გონს მოეგე რა დაგიშავა მაგ თევზმა? არ არის ოქროსი! როდის იყო ოქრო დაცურავდა?
–ჯანდაბა მგონი მართალი ხარ –დაღონდა რეზო და ქვიშაზე დაგდებულ მომაკვდავ თვზს გადახედა –მართალი ხარ.
–ჰეი შენც აღარ გჯერა? –საოცარია მაგრამ თევზმა ხმა ამოიღო და გადასახტომად მოემზადა
–მადლობა ღმერთო! აი ხომ ვამბობდი ოქროათქო. დაიცა ერთი სურვილი არ მითხოვია ჯერ არ წახვიდე!
–ჰაჰაჰაჰაჰა –გულიანად გადაიხარხარა თევზმა– იმ მზემ დამიჭირა და მთხოვა იმათ გაეღადავეო. სამწუხაროა ბიჭებო
–სხვა დროს მე დაგიჭერ! მიაწია სიტყვა რეზომ
დასასრული :დდ