ფრრრრ –აფრთხიალდა პატარა ლუკა და კარალიოკის ხეზე შეფრინდაა. მამა ბეღურაც ამ ხეზე იჯდა და უყურებდა რა მარჯვედ დაფრინავდა ლუკა.
–მამიკო! მააა! შეხედე მააამა ის რაღაცები მოდიან მა
–ეგენი შვილო, ადამიანები არიან
–ვაააა ადამიანებიი
–ხო, ცხოველთა სახეობაა. ყველააზე ცბიერი ცხოველები არიან, ყველაზე მეტად გვემტერებიან შვილო. მარტო ჩვენ კი არა სხვა ფრინველებს და ცხოველებსაც. შენი ბაბუა გვრიტა, მაგათმა მოკლეს, კიდევ ერთი მეგობარი ქათამი მყავდა სიმინდ მიწილადებდა ხოლმე, ახლაც ფრთები მეკვეთება რომ მახსენდება რა უმოწყალოდ მოაჭრეს თავი. შენთან ამაზე ლაპარაკი ადრე მაგრამ უფრთხილდი იცოდე.
–კარგი. ისე ფრთები არ აქვთ და რა უნდა დამაკლონ.. რატომ არიან ეგეთი ბოროტები?
–ღმერთმა ყველაზე ბოლოს ეგენი შექმნა შვილო, ალბათ დაღლილი იყო და ისე კარგი აღარ გამოუვიდა. შენც ისწავლი ყველაფერს. ჩვენ ადამიანებზე ადრე შეგვქმნა ღმერთმა.
–კიდევ მომიყევი ადამიანებზე! მიდი რა მა
–კარგი, ადრე თუ გვინა მაინც ყველაფერი უნდა გაიგო. ცხოველურად ცხოვრობენ ცოტა სხვანაირ სოროებში. იცი შვილო ეგენი ყოველ საღამოს ძლის წინ ტყავს იძრობენ დილით ისევ იცვავენ, რა დებილები არიან ბარემ ტყავიანად დაიძინონ. შეხედე, ფაფარიანი ადამიანები რომ არიან, ხო ეგენი ლამაზები, ეგენი არც ისე ბოროტები არიან ჩვენს მიმართ მაგრამ იმ მოკლე ფაფრიან ადამიანებს აარ ინდობენ :დ
–მა იცი რა მაინტერსებს? ჩვენ ბეღურები თბილ ქვეყნებში რატომ არ მივდივართ?
–შვილო ეგ რამ მოგაფიქრა! რატომ და მერე ისევ უკან უნდა ჩამოვიდეთ, სულელები კი არ ვართ! ბარემ აქ ვიყოთ
–ხო ნამდვილად სწორი ხარ მა
–ნამდვილი ბეღურა ხარ ლუკა –ესიამოვნა ლუკას რომ შეაქეს
თმა :დდ »
სათაური :დდ
იანვარი 17, 2012 ავტორი გაიზმორე
😐 ვჭამთ
reebs vwer me 😐
აუ საწყლები :ს
არ მინდა ადამიანად ყოფნა :((